მარიამ უსენაშვილი
იურისტი

მარიამ უსენაშვილი არის უსუფაშვილის იურიდიული ფირმის იურისტი. მისი საქმიანობის ძირითად სფეროს წარმოადგენს სამოქალაქო სამართალი, სახელშეკრულებო სამართალი, შრომის სამართალი, ინტელექტუალური საკუთრების სამართალი, ტელეკომუნიკაციებისა და მედია სამართლი.
მარიამმა 2019 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და ამავე წლის დეკემბერში წარმატებით ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით.
მარიამმა თავისი პრაქტიკული იურიდიული კარიერა დაიწყო 2017 წლიდან და გამოცდილება დააგროვა სამართლის სხვადასხვა მიმართულებით.
მას მონაწილეობა აქვს მიღებული მთელ რიგ კონფერენციებსა და ტრენინგებში პროფესიული მიმართულებით. მას გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე პუბლიკაცია სხვადასხვა სამართლის ჟურნალში სამოქალაქო და საკონსტიტუციო სამართალის თემატიკაზე; 2017 წლიდან არის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრი; 2015 წლიდან არის ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველოს წევრი, ხოლო 2019-2020 წლებში ამავე ასოციაციაში მარიამი იკავებდა ვიცე-პრეზიდენტის პოზიციას.
მშობლიური ქართული ენის გარდა, მარიამი ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.