გიორგი უსუფაშვილი
მმართველი პარტნიორი

გიორგი უსუფაშვილი უსუფაშვილის იურიდიული ფირმის დამფუძნებელი პარტნიორია. მისი საქმიანობის ძირითად სფეროებს წარმოადგენს სამოქალაქო სამართალი, სახელშეკრულებო სამართალი, სამეწარმეო სამართალი, შრომის სამართალი, ადმინისტრაციული სამართალი, სამშენებლო სამართალი.
გიორგის იურიდიული კარიერა დაიწყო 1996 წელს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში. 1997 წლიდან დღემდე კი იგი ეწევა საადვოკატო საქმიანობას სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით.
1997 წლიდან გიორგი არის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრი.
მშობლიური ქართული ენის გარდა, გიორგი ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.